geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

1.1.  ბაკალავრიატის/ ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:
ა.ა) ხელშეკრულების გაფორმება - 7-14 სექტემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 16-21 სექტემბერი.

ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 17 აგვისტო - 21 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 14-21 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები - 21 სექტემბერი - 31  დეკემბერი, 8-9 იანვარი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 11 იანვარი - 6 თებერვალი   (დასკვნითი გამოცდები), 12 - 19 თებერვალი (დამატებითი გამოცდები); 
ბ.ე) არდადეგები - 1- 7 იანვარი, 20 – 28 თებერვალი.

გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 8 თებერვალი - 1 მარტი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 თებერვალი - 1 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 1 მარტი - 12 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 14 ივნისი - 10 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 16 - 23 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 24 ივლისი - 19 სექტემბერი.

1.2. მაგისტრატურის/ მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

ა) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა აკადემიური რეგისტრაცია -  26 - 28 სექტემბერი.
ბ) შემოდგომის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 17 აგვისტო - 28 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 21 სექტემბერი - 28 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 28 სექტემბერი - 3 1 დეკემბერი, 8 –16 იანვარი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 18   იანვარი - 6 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 12-19 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 1- 7 იანვარი; 20 – 28 თებერვალი.


გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 8 თებერვალი - 1 მარტი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 თებერვალი - 1 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 1 მარტი - 12 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 14 ივნისი - 3 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 9- 16 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 17 ივლისი - 26 სექტემბერი.


1.3. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა

ა) პირველსემესტრელ დოქტორანტთა რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 25 - 28 სექტემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 - 28 სექტემბერი.


ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 17 აგვისტო - 28 სექტემბერი; 
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 1 სექტემბერი - 28 სექტემბერი;
ბ.გ)  სააუდიტორიო  მეცადინეობები - 28 სექტემბერი - 31 დეკემბერი,  8-16 იანვარი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 იანვარი - 6 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 12-19 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 1- 7 იანვარი; 20 – 28 თებერვალი.


გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 8 თებერვალი - 1 მარტი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 თებერვალი - 1 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 1 მარტი - 12 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 14 ივნისი - 3 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 9- 16 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 17 ივლისი - 26 სექტემბერი.

2.    ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს   კანცელარიას,   ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.    წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ    საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე